“ემდის რომ დალევს, მერე კოკაინს მიაყოლებს ხოლმე – უფალს ალბათ რეებს ებაზრება, უფლის განსაცდელი წარმოგიდგენიათ?”

“ემდის რომ დალევს, მერე კოკაინს მიაყოლებს ხოლმე – უფალს ალბათ რეებს ებაზრება, უფლის განსაცდელი წარმოგიდგენიათ?”

გუშინ, თბილისის რაიონულ სასამართლოში მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც მისთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლევან ჯიბღაშვილმა პროცესზე სიტყვაც წარმოთქვა: – “ძალიან დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. ძალიან ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში, ჩემს ოჯახს და სრულიად საზოგადოებას ასეთი სიტუაციის გამო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჟურნალისტს, რომელმაც თუნდაც ერთი წუთი დაუთმო ამ თემის გარშემო ატეხილ ამბავს“, -განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.

ლევან ჯიბღაშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე სარკასტული პოსტით ეხმაურება:

“ეს ჯიბღაშვილი ემდის რომ დალევს და მერე კოკაინს მიაყოლებს ხოლმე – უფალს ალბათ რეებს ებაზრება, უფლის განსაცდელი წარმოგიდგენიათ?”- წერს ჩერგოლეიშვილი, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: – ” მგონი უფალი არ უნდა მივატოვოთ განსაცდელში.” – “უფალთან ატკრავენნი საუბარი სულ სხვაა”

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ჯიბღაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მსახიობმა გლდანის ნომერ მერვე დაწესებულება გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.