"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ბიზნესმენ და მსახიობს ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ეხმიანება.
„რა ვიცით, რომ ბატონი ლევანი სისტემის მიერ ხელდაფარებული ე.წ. ბარიგა არ არის, რომელსაც წილი ზემოთ აქვს? ჩაიხანით და კინოროლებით რომ იშოვა მილიონები, არ ჟღერს ეს ბოლომდე დამაჯერებლად ამ ქვეყანაში", - წერს იაგო ხვიჩია.
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. სასამართლომ კი გუშინ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.