„ესპანეთში დაიჭირეს ქურდები და ჩვეულებრივი ხალხი, ქურდები გაუშვეს, რადგან ფული ჰქონდათ და ადვოკატი აიყვანეს, ამ ხალხს კი დამცველი არავინ ჰყავს" - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრაზე.
სააკაშვილის ინფორმაციითვე, მალე გერმანიაშიც იღებენ კანონს დაჩქარებული დეპორტაციის შესახებ.
„ახლა ვნახე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა, ვინმე ზალკანიანი, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ ვაკეთებთ პრევენციასო; ანუ საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ აქ დადის და დაჩალიჩობს, რათა ამ ხალხმა ვერ მიიღოს სტატუსი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობილია, რომ ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ საქართველო „უსაფრთო ქვეყნების" სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურა რთულდება.