"ჟვანიასთვისაც კი შეუძლებლი აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილი ყოფილიყო მისი უფროსი" - ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა  ლაშა ჟვანიას მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეტა. მისი თქმით  მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები, ხელისუფლების რღვევაზე მიანიშნებს.

"თუ ლაშა ჟვანიასთვისაც კი შეუძლებლი აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი  ყოფილიყო უფროსი, მეტი რა უნდა ვთვქათ. ლაშა ჟვანია ხომ ისეთი კაცია, თვინიერი და ა.შ, ესეც ხომ არ არის ხელისუფლება?! სასახლესთან დაკავშირებითაც რომ ვთქვათ, რამდენი ხანი გვითვალა ივანიშვილმა, რა ღირს ეს ერთი სასახლე. ახლა კიდევ ორი გვაქვს. ერთი, თურმე სადაც მუშაობს სალომე ზურაბივილი და მეორე, სადაც შეხვედრებს მართავს. რა არის ეს?! მიმდინარეობს ხელისუფლების რღვევის პროცესი. ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა, მაგრამ 8 თვის წინ დანიშნული მინისტრი ქობულია მიდის და ის საკითხია - ან რისთვის მოგყავდით, ან რისთვის მიშვებთო. 3 თვის წინ დანიშნული ლაშა ჟვანია უკვე მიდის და ზურაბივილს  ვერ უძლებს“, - განაცხადა გადაცემა „360 გრადუსში“ ბერძენიშვილმა.