საქართველოში მილიონერების რიცხვი გაიზარდა - რამდენმა ადამიანმა მიაღწია შვიდნიშნა რიცხვს?

საქართველოში მილიონერების რიცხვი გაიზარდა - რამდენმა ადამიანმა მიაღწია შვიდნიშნა რიცხვს?

საქართველოში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონ ლარს აღემატება.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მილიონზე მეტი წლიური ანაზღაურება 57 ადამიანით მეტს უფიქსირდება.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 2018 წელს 323-მა ფიზიკურმა პირმა მიიღო. რიცხვში ასახულია მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

ვის უფიქსირდება მილიონზე მეტი შემოსავალი მათი ვინაობა საჯარო არ არის. გამონაკლისია ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიების ხელმძღვანელობის მონაცემები.