დებატების მიმდინარეობისას ზელენსკიმ პოროშჩენკო მუხლებზე დააჩოქა

დებატების მიმდინარეობისას ზელენსკიმ პოროშჩენკო მუხლებზე დააჩოქა

უკრაინის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა, პეტრო პოროშენკომ და ვლადიმირ ზელენსკიმ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარე დებატებისას დაიჩოქეს.

„ომის დაწყებამდე, როდესაც უკრაინელები იდგნენ მუხლებზე, მე მივმართე იანუკოვიჩს და ვთხოვე, წადით პრეზიდენტის თანამდებობიდან. მე მივმართე პუტინსაც და ვთქვი, რომ მზად ვარ, დავდგე მუხლებზე, ოღონდ არ დააყენოთ უკრაინა მუხლებზე.

მზად ვარ, ახლა დავდგე მუხლებზე თითოეული დედის წინაშე, რომლის შვილი არ დაბრუნებულა ფრონტიდან. მზად ვარ, დავდგე მუხლებზე თითოეული ბავშვის წინაშე, რომლის მამა არ დაბრუნებულა ფრონტიდან.

მზად ვარ, დავდგე მუხლებზე თითოეული ქალის წინაშე, რომლის ქმარი არ დაბრუნებულა ფრონტიდან და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამის შემდეგ, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მუხლებზე დადგა.

კ ო მ ბ ლ ე მუხლებზე დგომას რა აზრი აქვს, თუ ხალხს ტრაკს მიუშვერს.
6 წლის უკან
სოციალისტი უკრაინელები ავად არიან, მძიმედ დაავადმყოფდნენ! მაგათ არაფერი ეშველებათ!
6 წლის უკან