კინორეჟისორი რამაზ (ბუბა) ხოტივარი აჭარის ტელევიზიის შესახებ საუბრობს და მოსაზრებას სოციალურ ქსელში წერს.
“უნდა დამთავრდეს ბნელი ხანა აჭარის ტელევიზიაში. ერთ-ერთი გამორჩეული ტელევიზია, დღეს გაქნილი მედროვეების ხელში აღმოჩნდა და ასეთებივე უმაგრებენ ზურგს. არაფერი ადამიანური აღარ შერჩა ამ ტელევიზიას – მხოლოდ დემაგოგია და უსირცხვილობა. თანდათანობით, აგურ-აგურ ხდება გადაცემების დაკნინება და მათგან ჰუმანიზმის გამოცლა… უნდა დამთავრდეს უნიჭოთა თარეში აჭარის ტელევიზიაში! ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს!”– წერს ბუბა ხოტივარი.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის საფუძველზე დღეს გადააყენეს.