პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ მომზადებული კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ მომზადებული კანონპროექტი მიიღო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა პლენარულ სესიაზე დღეს მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 31-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. საპარლამენტო უმრავლესობიდან მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ ლევან კობერიძე, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია.