საქართველოს რკინიგზა მოქალაქეებს მარტივ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს

საქართველოს რკინიგზა მოქალაქეებს მარტივ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მგზავრთნაკადი. შესაბამისად  დიდი მოთხოვნაა სამგზავრო ბილეთებზეც.

 „საქართველოს რკინიგზა“ გთავაზობთ   მარტივ  და კომფორტულ სერვისს  -  შეიძინოთ   ბილეთები მობილური აპლიკაციით და ვებ გვერდების  მეშვეობით.  ამასთანავე მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

 მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა  ვებ გვერდებზე -   (railway.ge;  tkt.ge;  biletebi.ge; matarebeli.ge და სხვა)   ოპერატიულად და  შეუფერხებლად ხდება  ბილეთების რეალიზაცია. სამგზავრო დოკუმენტებს  შეიძენთ   სწრაფი გადახდის აპრატებით და matarebeli.ge -ს   მობილური აპლიკაციითაც. 

  „საქართველოს რკინიგზა“   გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!