ვინც არ დადის ბიძინას ჭკუაზე, ის იქნება შემდეგი

ვინც არ დადის ბიძინას ჭკუაზე, ის იქნება შემდეგი

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას გადაყენება წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ამინდს ვერ შეცვლის.

როგორც „2020NEWS“ თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, შემდეგი გათავისუფლებული მინისტრი ნებისმიერ მათგანი შეიძლება, იყოს. „რატომ გაუშვეს ახლა გიორგი ქობულია, არ მესმის. ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის დღიდან ქობულია უცნაურად იქცეოდა, მაგრამ რომელი მინისტრი არ აკეთებს უცნაურ განცხადებებს ხანდახან? მე უფრო მარტივად მგონია საქმე. ქობულია არის დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც თავისი მილიონები აქვს. საქართველოსთან არანაირი ბიზნესი არ აკავშირებდა, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი, როგორც ჩანს, არ სჭირდებოდათ, ამიტომაც მოხსნეს“, აცხადებს შარაშენიძე.

„რომელი მინისტრი იქნება შემდეგი სუსტი რგოლი, ამის თქმა გამიჭირდება. თუ ვინ იქნება შემდეგი გათავისუფლებული მინისტრი, ეს კითხვა უნდა დავუსვათ ბიძინა ივანიშვილს. მე მათ ლოგიკას ,დიდი ხანია, ვერ ვხვდები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ არ უყვართ დამოუკიდებელი ადამიანები და ამის მიხედვით, ვინც არ დადის ბიძინას ჭკუაზე, ის იქნება შემდეგი. თეა წულუკიანის მოხსნა დიდი ხანია, უნდათ. დიდი ხანია, ეჭიდავებიან და ჯერჯერობით ვერ მოხსნეს. წესით, უნდა წავიდეს. როგორც ვიცი, თავის დროზე მისი გაშვება პირადად ბიძინასთან შეთანხმდა. არ წავიდა არაფრით, რითი აშინებს და რითი აშანტაჟებს, მართალი გითხრათ, მე არ ვიცი“, განაცხადა შარაშენიძემ.

კითხვაზე რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ,შუალედურ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე , ეკონომიკის მინისტრი შეეცვალათ, შარაშენიძე პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უარესი სისულელეებიც გვინახავს.  „იმდენი სისულელე გაუკეთებია საქართველოს მთავრობებს, რომ ერთი თვით ადრე, ქობულიას გადაყენებასაც როგორმე გადაიტანს“.

ექსპერტი ნათია თურნავას ხანგრძლივ ეკონომიკის მინისტრობას უწინასწარმეტყველებს. „ნათიას თურნავას, როგორც ჩანს, პოლიტიკური ამბიციები არ აქვს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დიდი ხანი მუშაობდა. პროფესიონალია. ის მათთვის ყველაზე მისაღები კანდიდატია, ვინც საქმეს გააკეთებს და ,ალბათ, დაემორჩილება კიდეც“.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა ოფიციალურად წარადგინა.

 

კ ო მ ბ ლ ე ნეტა არ ატრაკებდეთ!
უკვე ეჭვი მეპარება, მართლა ესეთი ბუაა, თუ აბუქებენ? მგონი აბუქებენ თორემ, ნუთუ ერთს მაინც არ აღმოაჩნდა ენა? ყველა მუნჯი როგორ იქნებოდა?
4 წლის უკან