ეს პოლიტიკური საფლავია - ელენე ხოშტარია ნათია კაპანაძის გადაყენებაზე

ეს პოლიტიკური საფლავია - ელენე ხოშტარია ნათია კაპანაძის გადაყენებაზე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნათია კაპანაძის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან გადაყენებით მმართველმა გუნდმა საზოგადოების თვალწინ სპეცოპერაცია ჩაატარა.

„მიმდინარე პროცესზე ეუთო-მ და ამერიკის ელჩმა გამაფრთხილებელი განცხადებები გააკეთეს. ძალიან ცალსახა საზოგადოებრივი აზრია, რომ ნათია კაპანაძეს, როგორც მიუკერძოებელ და ღირსეულ დირექტორს, ყველა მხარს უჭერს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს კომფორტის ზონის შექმნა უნდა. თუ მას ჰგონია, რომ კომფორტს ასეთი პატარა სპეცოპერაციებით შეძლებს, ძალიან მწარედ სცდება. ეს ის პოლიტიკური საფლავია, სადაც ჩაწოლა აუცილებლად მოუწევს”, – განაცხადა ხოშტარიამ.