გვარამია ხუნდაძის განცხადებას მუქარად და დაშინების მცდელობად აღიქვამს

გვარამია ხუნდაძის განცხადებას მუქარად და დაშინების მცდელობად აღიქვამს

ნიკა გვარამია, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის  მიერ გაკეთებულ კომენტარს, ბილწსიტყვაობასთან დაკავშირებით, მუქარად და დაშინების მცდელობად აღიქვამს, ამის შესახებ "რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს. გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დოპლომატიურ კორპუსს მიმართავს, რომ ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილონ.

"მე, ნიკა გვარამია, საქართველოს პარლამეტის წევრის - ხუნდაძის, მიერ ივანიშვილის დავალებით ამ წინასწარ დაწერილ და წაკითხულ ტექსტს აღვიქვამ პირადად ჩემს მიმართ მუქარად და დაშინების მცდელობად. მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ კორპუსს, ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტს, რომ "სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს".

ჩემი გინება არის ჩემი გამოხატვის ფორმა, რომელსაც არ ზღუდავს კანონი და მიმართულია მხოლოდ საქართველოს დამაქცევარის, ბიძინა ივანიშვილისკენ. ის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ამ ქვეყანაში და აქვს თმენის ვალდებულება. მიეჩვიოს, რომ ხალხს სძულს, წყევლის და აგინებს და ამას საჯაროდ გამოხატავს. ეს არის მისი შეგნებული არჩევანი და, თუ სურს, ამისგან დაისვენოს, ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

შესაბამისად, "თუ ვინმე და რამე აფეთქდება, ოჯახის წევრებს მოთმინება გაუწყდება" და ასე შემდეგ, როგორც ბატონი ხუნდაძე - ივანიშვილის პირადი პარლამენტარი, ამბობს, ეს შესაძლოა, იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

რაც შეეხება ზოგადად გინებას და შეურაცხყოფას, ბევრი მიგვიღია, როგორც პირადად ივანიშვილისგან, ასევე მისი დავალებით მისი დამქაშებისგან. რა რა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების მატირაჟირებელ ოლიგარქს სხვისგან ამგვარი თავდასხმები არ უნდა უკვირდეს," -  წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს სიძულვილის ენაზე ისაუბრა.

 

  

Maverick აპრუწუწუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუნ გვარამია!

შენზე კაცი ხელს არ გაისვრის!

საქათმეში გამწესება მოგელანდა?

დაჩინჩვლა გიმზადებენ?
6 წლის უკან
amo ამ ყველაფრის მაყურებელი და მსმენელი მოსწავლეები მერე სკოლამ და ოჯახმა როგორ უნდა გააკეთილშობილოს. არც პარლამენტში სხედხართ ამაზე უკეთსნი, მიიღეთ ბოლოს და ბოლოს საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობის ამკრძალავი კანონი. ნუთუ არ გესმით, რომ ეს აღვირახსნილი ბილწსიტყვაობა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებზე უარესია. მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი . . .
6 წლის უკან