"მოჰკიდოს ხელი და წაიყვანოს პარლამენტიდან"

ეკა ბესელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, კობახიძე წაიყვანოს პარლამენტიდან.

"მოჰკიდოს ხელი მისმა პატრონმა და წაიყვანოს პარლამენტიდან, ვიდრე ეს შენობა პოლიტიკურად გადაუწვია" - ამბობს ბესელია.

განცხადება ბესელიამ კობახიძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ მას ყოფილი თანაგუნდელი იმპიჩმენტით ემუქრება.

„ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, მას რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია"-განაცხადა კობახიძემ.