ლოცვას როდემდე გააძლიერებთ?! – თქვენ ხომ არ გძმარავთ?!”

ლოცვას როდემდე გააძლიერებთ?! – თქვენ ხომ არ გძმარავთ?!”

“რუსთავი 2”-ის მიმართ ლოცვას როდემდე გააძლიერებთ და როდემდე აპატიებთ 20 მილიონ ლარზე მეტ საგადასახადო დავალიანებას, სანამ გვარამია გინებას არ გააძლიერებს?! – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ჟურნალისტის პოსტი ორი წამყვანი ტელეარხის საგადასახდო დავაილიანებას ეხება:

“შარშან პრეზიდენტის არჩევნები იყო და ერთ ამბავს ატეხავენო გომეშები და სხვა “ვეშები”, ახლა შუალედური არჩევნებია და თან გვარამიას გინების გამო დევნაში ჩაგვითვლიანო, მერე იტყვიან, – საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდია და პოლიტიკური დევნის სახე მიეცემაო…

ჰეი, თქვენ, მანდ, ხელისუფლებაში, ხომ არ გძმარავთ?!

ბიუჯეტის მიმართ დავალიანებას არავის პატიობთ და ეს რა “თავისუფლების კუნძულები” გააჩინეთ “რუსთავი 2”-ის და “იმედის” სახით?!

აბა, ნახეთ:

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-სა და „იმედს“ ბიუჯეტისთვის გადაუხდელი 33 მილიონზე მეტი ლარი დაუგროვდათ. ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის საგადასახადო დავალიანება 2016 წლიდან იზრდებოდა და ახლა ბიუჯეტის 20 მილიონ ლარზე მეტი მართებს. ტელეკომპანია “იმედმა” კი საგადასახადო დავალიანებების დაგროვება 2017 წლის შემდეგ დაიწყო და 13 მილიონი ლარი აქვს დავალიანება.

სხვისი ვალი ვალია და მაგათი ვალი გაქვითულია თუ როგორ არის საქმე?!

Maverick არა არ ძმარავთ.
ფიქრობენ, ბიუჯეტი ყველას ყოფნის, რატომ უნდა გადავიკიდოთ ნაცბოზბანდა, ცრუსთავი, დასავლეთი, ქვესკნელი, "იმედი", უიმედობა?! თანაც ბიძინა ბატონმა რომ დაგვიქნიოს ამგენს მაინც შევუსრიალდებით, "ხელი, ხელს ბანს და ორივე პირს" მოსული პონტია, განა ერთხელ გვიქნია თუ ორჯერო...
6 წლის უკან