ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პარტია ,,ქართული ოცნების” წევრის დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ხუნდაძის განცხადებით სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფერი თქვას. ასევე, თავისუფლება არ არის თავნებობა, რომ ყველაფრის უფლება მივცეთ საკუთარ თავს.
,,თან მეცინება, თან ვბრაზდები: დღეს დიმიტრი ხუნდაძემ ჯერ “ფრიად ამაღელვებელი” ტირადა წარმოთქვა სიძულვილის ენის შესახებ და რეგულაციის დაწესება მოითხოვა (პოსტი კოლექტიურ ხუნდაძეებს ეძღვნება). არ უნდა ბევრი ბალალაიკა იმას, რომ “ტირადაც” და “რეგულაციებიც” რ2-ის, მისი დირეხტურის და ნაცების რევანშისტული პოლიტიკის პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული. დიახ, კონკრეტულად მათი სიბილწის და გოიმობის წინააღმდეგ, რადგანაც მხოლოდ ისინი “მუშაობენ” ამ სტილში.
პირდაპირ მინდა ვიკითხო: რას მიედ-მოედებით? რას პოლიტკორექტულობთ და რას ქიჩმაჩობთ? რომელი ლორდი კერზონები და რომელი რობერსპიერები ხართ, რომ რაღაც უაზრო ხლართების ქსოვას იწყებთ? ხომ ხედავთ არ შეგიძლიათ და თავად ეხვევით თქვენს მიერ წამოწყებულ უაზრობაში.
ტირადა დამთავრებული არ გქონდათ და გვარამიამ მუქარისთვის უკვე გიჩივლათ! რად უნდა მაგათ დააშოშმინებას კანონპროექტი და ვენეციის კომისიის დასკვნა? დაიწყეთ მუშაობა გვარამია მიერ მთვარისა ნავერიანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, დაიწყეთ გამოძიება, თუ როგორ ხვდება საიდუმლო ინფორმაციები ძალოვანი სტრუქტურებიდან რ2-ის ხელში, გააკეთეთ რამე, ბოლო-ბოლო სიგარეტი მაინც მოწიეთ. მაგრამ არ იცით რა გააკეთოთ! არ იცით და საკუთარი ინიციატივის გეშინიათ,. ელოდებით “უკაზანიას” . დამერწმუნეთ – “ჩოტკი უკაზანია” არ გექნებათ. არ გექნებათ, რადგანაც იმას, ვისგანაც ელოდებით, გვარამიას ყიყინი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. არ დაეცემა მაგის დონეზე. თქვენ კიდე დროს წელავთ. წელავთ რადგანაც კაპიტანი გიგაურის გეშინიათ, გომეშის გეშინიათ, NDI-ს გეშინიათ. ეგ კი არა და “ფუჩუსიც” გეშინიათ. წადით ბიძია სახლში. წადით, მიხედეთ შინაურებს, წრუპეთ ღვინო და დატკბით საქართველოს ხოდაბუნების ცქერით. ოხერია შიში, ძნელი დასაძლევია და შეეშვით საშიშ საქმეს”. – წერს გია გაბრიჭიძე