„მთაწმინდელობა კოცნით გადადის“, – „გირჩის“ ახალი აქციის ფარგლებში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჰერმან საბო აკოცებს ყველას, ვინც შუალედური არჩევნებისთვის მთაწმინდაზე გადაეწერება და ვისაც კოცნის სურვილი აქვს.
როგორც საბომ On.ge-ს განუცხადა, კოცნის აქცია მთაწმინდაზე გადმოწერის აქციის პარალელურად 24 აპრილამდე გაგრძელდება და მასში სხვებიც ჩაერთვებიან.
„გამოდის, რომ „გირჩი“ არა მარტო პარტია, არამედ კომუნაცაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ახლოს უნდა იცნობდნენ. ამასთანავე, „გირჩი“ მორიდებული ხალხის პარტიაა, ამიტომ ყინულის გასატეხად გადავწყვიტეთ კოცნის აქციის გაკეთება. ამით ერთმანეთს უფრო მეტად ვუახლოვდებით. გვგონია, რომ კოცნით უფრო გადამდებია გირჩელობა“, – განაცხადა საბომ.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.