“ვერც ვერავის შევეჯიბრები და არც დავაპირებ… ჩემი გულის დიდი ნაწილი ჩაიფერფლა…”

“ვერც ვერავის შევეჯიბრები და არც დავაპირებ… ჩემი გულის დიდი ნაწილი ჩაიფერფლა…”

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მთელი მსოფლიო შეძრა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოუხმაურება არ წყდება. სოციალურ ქსელებში არაერთი სამძმრის წერილი და საინტერესო მოგონებების შესახებ დაიწერა.

მსოფლიო ტრაგედიაზე ჟურნალისტი მაკა რაზმაძეც წერს:

“ბევრი სტატუსი შემხვდა… თითქმის ყველა ამაზე დარდობს და განიცდის დღეს და ვერც ვერავის შევეჯიბრები და არც დავაპირებ… ის ყველასია, ყველასი ერთნაირად, რადგან არის დედამიწაზე რაღაცები, რაც მსოფლიოში ყველას ერთნაირად გვეკუთვნის.

ბავშვობიდან, სულ პატარაობიდან ფრანგულად ვსწავლობდი მის ისტორიას “ნოტღ დამ დე პაღი”… ასე მგონია ჩემი გულის, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩაიფერფლა…”, – წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.

ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა.

გადარჩენილია  იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

პარიზის პროკურატურის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი წინასწარ განზრახული არ იყო.

პარიზის პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხანძარი განზრახ გაჩენილი იყო.