"ბოდავ შენ, შალვა! უზრდელობაზე მიგანიშნებ!"

“ქართული ოცნების” ლიდერის მამუკა მდინარაძის და  მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის შავგულიძის დებატები გირგვლიანის საქმის დეტალების განხილვას და მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან  მოჰყვა.

დებატების დროს შავგულიძემ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "რას ბოდავ!"

ამ რეპლიკამ მამუკა მდინარაძის გაღიზიანება გამოიწვია. "უზრდელობაზე მიგანიშნებ შალვა, ბოდავ შენ, უღირსად იქცევი ახლა", - მიმართა მდინარაძემ შავგულიძეს.

"თუ ასე გული გწყდებოდა გირგვლიანზე, სად იყავით მაშინ შენ და ბატონი ბიძინა ივანიშვილი? მაშინ ივანიშვილი ნაცმოძრაობის გვერდით იყო. გარდა ამისა, რომელიმე საპროტესტო აქციაზე თუ იყავით, თუნდაც გირგვლიანის შემდეგ?" – ამ კითხვით მიმართა "იმედზე" დებატების დროს შავგულიძემ მდინარაძეს.

ამ კითხვაზე მდინარაძემ განაცხადა: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო იქ, სადაც მიაჩნდა სწორად და თავიდან ნამდვილად ეხმარებოდა იმ ადამიანებს და როდესაც შეხედა, რომ გირგვლიანი და უბედურება მოხდა და გააფრინეს, უარი თქვა მათთან ურთიერთობაზე.

 

tngh სრულიად უსუსური იყო ბ-ნი შ. შავგულიძის დემაგოგიაა... გირგვლიანის საქმის ადვოკატი, ცრუის, როდესაც ამბობს "ევროპულმა საქართველომ" სეცდომები არიარაო. ჯერ ერტი, შეცდომები კიარა, ის დანასაულებები იყო... მეორეც, მათი მონანიება არავის არ უნახავს...
6 წლის უკან