ლევან მურუსიძის თქმით, ქართული სასამართლო პირველ ადგილზეა

ლევან მურუსიძის თქმით, ქართული სასამართლო პირველ ადგილზეა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის თქმით, გამოკითხვების მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში, ქართული სასამართლო დამოუკიდებლობის  მხრივ პირველ ადგილზეა. ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას ისაუბრა.

„დღევანდელი სასამართლო არის პირველ ადგილზე, ყველა გამოკითხვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანებსა და ცენტრალურ აზიაში. ასევე არის პირველ ადგილზე იმ 30 ქვეყანას შორის, რომელსაც აქვს, დაახლოებით, ჩვენნაირი ეკონომიკა და შესაბამისად, არის მთელი რიგი გამოკითხვები, სადაც ევროკავშირის ჩვენ შევდივართ ოცეულში,“ – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

სოციალისტი მართალია ეს მურუსიძე. რაც დრო გადის და რაც მატყულობს მასზე შეტევების ინტენსივობა, მით უფრო ვრწმუნდები მის სიმართლეში. თანაც როცა ვუყურებ ვინ არიან ეს შემტევები. საერთოდ რ2-ს არ ვუყურებ, მაგრამ წუხელ ტელევიზორის გადართვა-გადმორთვის დროს მურუსიძე რომ დავინახე გაბუნიასთან ეთერში, შევჩერდი და ვუსმინე მანამ მურუსიძე იქ იყო. შემდეგ როცა ის წავიდა და სტუდიაში შემოლაგდნენ სულხან სალაძე, დავით ჯანდიერი, სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია..... და დაიწყო ჯანდიერმა რაღაც სისულელეების ბლუყუნი... რაღა თქმა უნდა გადავრთე. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც მურუსიძემ როგორც გაბუნიაზე ინტელექტუალურად მნიშვნელოვნად აღმატებულმა დაუსვა კითხვა მას, რატომ უჭერს მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, იმ პარლამენტის ნაცდეპუტატებს მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ავტორები კოდექსში ყველა იმ დანაშაულებრივი ცვლილებების, რომლებიც დაკავშირებული იყო გირგვლიანის მკვლელებისათვის წაყენებული მუხლების გადაკვალიფიცირებასთან, მათთვის სასჯელის შემსუბუქების მიზნით, რომლითაც დამნაშავეებმა გაცილებით მსუბუქი სასჯელი მიიღეს და ვადაზე ადრე გათავისულდნენ? როცა უთხრა, საფუძვლიანად ეჭვობს, რომ გაბუნია არჩევნებში ხმას აძლევს სწორედ გირგვლიანის მკვლელ პოლიტიკურ ძალას! ამ შტერმა უცბად ვერ მოიფიქრა პასუხი, თანაც გვარამიამც ვერ მოასწრო საკარნახო სმს-ის გამოგზავნა, დაიბნა ბრინჯივით და მოყვა ლუღლუღს - თქვენ რა იცით მე ვის ვაძლევ ხმას, იქნებ სულაც არ ვაძლევ ხმას მაგ პოლიტიკურ ძალასო?! ახლა მე გავაგრძელებ მურუსიძის შეკითხვას, აბა ვის აძლევ ხმას, პატრიოტთა ალიანსს თუ ოცნებას, იქნებ ლეიბორისტებს და დემოკრატიულ ნმოძრაობას?! სინდისი და ვაჟკაცობა რომ გქონოდა გარკვევით დაასახელებდი ვის აძლევ მაგ შენ ლიბერასტ ხმას, მაგრამ რას დაასახელებდი, ეგრევე ხომ დაგაპანჩურებდნე მაგ შენი ძვირფასი რ2-დან?! ან რას ჰგავხარ, ქართველი ხარ შენ? თავი გილაპლაპებს, ვახაბიტის წვერი მოგიშვია, ველოგონშჩიკის ლასინები გაცვია, ფეხზე სქელძირიანი, ტალახის ფეხსაცმელი და წითელი ნასკები, კეისარი ხარ შეჩემა?! მოკლედ წუხელ იმ ერთ კითხვით მოსამართლე მურუსიძემ გაგაფარჩაკა! ძალიან ღირსეულად წარსდგა მურუსიძე წუხელ, თავის თავზე არ აიღო და არ მოირგო გმირის და შეუცდომლის მანტია! მე ვენდობოდი ასეთ მოსამართლეს. და საერთოდ საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ქართული სასამართლოს მიმართ უნდობლობა, პირიქით ნორმალური დამოკიდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია საქართველოს დამაქცევარი ტელევიზიები დღე და ღამე სასამართლოს ავტორიტეტის წაშლაზე მუშაობენ, გამოიგონეს რაღაც სიტყვა კლანი და დღე და ღამ ატრიალებენ სასამართლოსთან მიმართებაში, ისე რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა დედის გინება ჰგონიათ!
6 წლის უკან