ილია მეორე რომის პაპს და ემანუელ მაკრონს თანაგრძნობას უცხადებს

ილია მეორე რომის პაპს და ემანუელ მაკრონს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რომის პაპ ფრანცისკეს თანაგრძნობა გამოუცხადა 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვის გამო.

“თქვენო უწმინდესობავ, გამოვთქვამთ გულისტკივილს და თანაგრძნობას გუშინ პარის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება. შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული“, — წერს ილია II რომის პაპს.

პრეზიდენტ ემანეულ მაკრონისთვის გაგზავნილ წერილში კი წერია: „მთელი მსოფლიო შეშფოთების ადევნებდა თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ მომხდარ ხანძარს, რომელმაც არა მარტო ამ ქალაქისა და საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება ასე უმოწყალოდ დააზიანა. დიდია ჩვენი გულისტკივილიც და გვინდა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ხელისუფლებას, კარდინალსა და სასულიერო დასს. ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ“.