ლოზუნგური აზროვნების კლასიკური ნიმუში – ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა რა თავს იშტერებს, ვითომ ვერ გაიგო, რა ვთქვი, – ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ გვერდზე საქართველოს ექს- პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. ბოკერიამ სააკაშვილის მოსაზრების საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთ კონტექსტში განიხილავს პუტინის აგრესიას და დასავლეთის პოლიტიკას, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 12 აპრილს ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, ხოლო მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.
მიხეილ სააკაშვილის დაწერილ შეფასებას, ჟურნალისტი და გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
“ბოკერია შტერიაო!
მიშას მიშა თუ მოერევა”, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა”ფეისბუქის” პირად გვედზე, პოსტის კომენტარებში კი დასძინა:
“დასავლურ კოლონიალიზმზე მოღაღადე მიშამ რაღატომ უნდა მოიგოს? უკეთესია?
“ყველას უპასუხისმგებლოდ მივიჩნევ, ვინც თავს დასავლურ ორიენტაციაზე დებს და მიშასთან ალიანსს შესაძლებლად მიიჩნევს”