ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარზე წერს.
,,ასეთ საფრანგეთს, ასეთ ევროპას ვერაფერი დაემუქრება!
მე ვნახე სიწმინდეების განადგურების საფრთხით შეძრწუნებული ფრანგები;
მე ვნახე სიწმინდეებზე მზრუნველი ხელისუფლება და მეხანძრეები;
მე ვნახე დაჩოქილი მლოცველები;
მე ვნახე გაერთიანებული ერი!
ვიმეორებ: ასეთ ევროპას ვერაფერი დაემუქრება, ვერაფერი მოერევა და ვერაფერი შეცვლის!
და მორჩით ლაპარაკს, რომ ევროპა გვრყვნის!
აი, ეს არის ევროპა, რომელმაც წუხელ საოცარი მაგალითი გვიჩვენა!
მე მიყვარს ფრანგი ხალხი!
დარწმუნებული ვარ, ასეთივე რეაქცია ექნებოდათ გერმანელებს, ინგლისელებს, იტალიელებს და სხვა ევროპელებს, თუკი მათთან დავანებულ სიწმინდეებს საფრთხე დაემუქრებოდა.
ასეთივე რეაქცია უნდა გვქონდეს და გვაქვს კიდეც ჩვენ, უძველესი ევროპული ერის შვილებს!
გაიხსენეთ მდინარე ვერეს ტრაგედია და ჩვენი ახალგაზრდების საოცარი ერთიანობა!
წუწუნს როცა მოვრჩებით;
საქმეს როცა მივხედავთ;
ერის ლანძღვას როცა შეწყვეტთ;
ცრუ მოლოდინებზე უარს როცა ვიტყვით;
ჩვენი სამშობლო რომ ჩვენი საზრუნავია, ამას როცა გავიაზრებთ;
ჩვენი “დიახ!” როცა იქნება “დიახ!” და ჩვენი “არა!” როცა იქნება “არა!” მაშინ ჩვენ შევძლებთ ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნას და შენარჩუნებას!
ღმერთმა დალოცოს ევროპა!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!” – წერს ბონდო მძინარაშვილი