მზად ხარ საწოლ ოთახში მოისაქმო და ეს ყველაფერი ლაივში აჩვენო? – თავიანთი უნიჭობის მისაჩქმალად მოახდინეს მცნება “რეიტინგის” არევა მცნება “ნახვადობასთან”

მზად ხარ საწოლ ოთახში მოისაქმო და ეს ყველაფერი ლაივში აჩვენო? – თავიანთი უნიჭობის მისაჩქმალად მოახდინეს მცნება “რეიტინგის” არევა მცნება “ნახვადობასთან”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელით ქართულ ტელესივრცეში გავრცელებულ ბილწსიტყვაობას ეხმაურება:

“მანიაკებზე გადაღებულ ფილმებში, ხშირად არის ნაჩვენები ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი პოპულარობისკენ არის მიდრეკილი და იმის გამო, რომ ტელევიზიამ აჩვენოს, ყველაფარ საზიზღრობაზე მიდის.

თავისუფლების ინსტიტუტისა და მისი ჭუპრების მიერ, საქართველოში დამკვიდრებულმა ლიბერალიზმის დამახინჯებულმა ფორმამ, რომლის უმთავრეს “მონაპოვრად” “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება” დასახელდა და რომელსაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ხმალამოღებულნი იცავენ, პირველ რიგში ყოვლად უნიჭო, უსაქმურ და რეალურ საქმიანობაში წარუმატებელ ადამიანებს, თავიანთი მანიაკალური იდეაფიქსის – გახდნენ პოპულარულნი, რეალიზების საშუალება მისცა, რაც აიტაცეს გაუნათლებელმა და გამოფიტულმა მედიამუშაკებმა, რომლებიც სხვადასხვა მანქანებით მოხვდნენ ტელეკამერის განმკარგველ ადგილას, თავიანთი უნიჭობის მისაჩქმალად მოახდინეს მცნება “რეიტინგის” არევა მცნება “ნახვადობასთან” და მედიასივრცე უმდარესი პროდუქტით გაავსეს.

ასეთი მედიამუშაკებისგან ხშირად ისმის განცხადებები – ჩემი ტელევიზია ჩემი ოჯახია, ჩემი სტუდია – ჩემი სახლია დ.ა.შ.

არანაირად არ მესმის რატომ უნდა შეიყვანო სახლში მაგალითად ე.წ. დომინიკ მანგოს მსგავსი ტიპები? ე.ი. მზად ხარ, რომ მეტი ნახვადობა (“ნახვადობა” და არა “რეიტინგი”), საწოლ ოთახში მოისაქმო და ეს ყველაფერი ლაივში აჩვენო?

არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, თავისი საქმე ყველამ თვითონ იცის. უბრალოდ ვფიქრობ იმ ფილმის სცენარის დაწერაზე, რომელიც მსგავსი ფსიქიური გადახრებით დაავადებულ ტიპებზე, ანუ როგორც “სტუმრებზე”, ასევე მედიამუშაკებზე იქნება.

იმედი მაქვს დაფინანსებას მოვიპოვებ.” – წერს გაბრიჭიძე

სოციალისტი ვეთანხმები გაბრიჭიძეს. ამ ბოლო დროს თითქმის ყველაფერში ვეთანხმები. ჩემი ღრმა რწმენით, ამჟამად ტელევიზიებში მოყელყელავე ე.წ. ჟურნალისტების უმრავლესობა, ასე 70-80% შერაცხადობაზე ფსიქიატრიულ შემოწმებას ვერ გაივლის. მაგალითად გაბუნია, გვარამია, ტვ პირველის მთელი შემადგენლობა.... სამწუხაროდ შარშან ზაფხულიდან დდავატყვე ემა ტუხიაშვილს გადახრები, რომლებიც დღითი დღე გაუძლიერდა. ამჟამად უკვე ისეა ზონბირებული, რომ მთლიანად უიმედო მდგომარეობა მგონია. მახრჩობელა გველი, რომ მონუსახვს გადასაყლაპად კურდღელს, ისე ჰყავს ხუხაშვილს მონუსხული ტუხიაშვილი. ხოლო თითონ ხუხაშვილიმთელი 100%-ით დაავადებულია შიზოფრენიით, განდიდების მანიით. მაგალითად წუხელ ტუხიაშვილს ეუბნებოდა, დროზე თუ არ მომმართა ბიძინა ივანიშვილმა, ისეთ შეცდომებს უშვებს, რომ ცოტა ხანში მეც კი ვერაფერს ვუშველიო. მე ასეთი აზრი გამოვიტანე, წუხელ ხუხაშვილმა პალიტრის ეთერიდან ბატონ ივანიშვილს მიმართა, არიქა იღუპები, ჩემს მეტი შენი მშველელი არავინაა, სასწრაფოდ მიხმე, მომიბოდიშე, ფულები დამაყარე და მე გადაგარცენ პოლიტიკური, ეკონომიური და მორალური სიკვდილისაგანო! უნდა გენახათ როგორ აღფრთოვანებული შესციცინებდა ემა თვალებში უბრძენეს გიას!!! ეხ...
6 წლის უკან