„გაიხსნება კარები? კარგია, არადა ძალით გავაღებთ“

„გაიხსნება კარები? კარგია, არადა ძალით გავაღებთ“

ირაკლი ოქრუაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს. 2020-ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და პარლამენტში მოხვედრასაც გეგმავს. მისი თქმით ქვეყანის მძიმე მდომარეობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის მხოლოდ, რადგან მან არაფერი გააკეთა რეალური და ქმედითი, იმისათვის რომ ხალხის ცხოვრება უკეთესი ყოფილიყო.

ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნებამ" ხალხის ხმები იყიდა და მოიპარა, აქვე დაამატა , რომ თუ ბიძინა ივანიშვილი 2020-ის არჩევნებში ისევ იგივე მეთოდს მიმართავს ეს არ შერჩება არც ივანიშვილს და არც მის კოალიციას. შედეგი კი მათთვის სავალალო იქნება.

„ივანიშვილის მთავარი პრობლემა, ისევე როგორც სააკაშვილის, ის არის, რომ მათ პოლიტიკური სპექტრი სრულიად შეზღუდეს, დაკეტეს კარები და კონკურენციის საშუალება არ მისცეს პოლიტიკურ პარტიებს. გაიხსნება კარები ნებაყოფლობით ? კი, ბატონო. არ გაიხსნება? მაშინ მას ძალით გავაღებთ. გამოცდილება ამის საშუალებას გვაძლევს",- განაცხადა ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში".

thrgg@yahoo.com მიდი გააკეთე შე ახვარო, მანდ იქნება შენი დასასრული, გგონია შეგრჩა რაც მძღ,,, ჭამეე?
6 წლის უკან
thrgg@yahoo.com თან როგორ გვეკაიფება ე ქაჯი ესა...
6 წლის უკან