აღვირახსნილი ტყუილი, რაც მომდინარეობს თუნდაც “რუსთავი2”-ზე, უნდა შეჩერდეს   (ვიდეო)

აღვირახსნილი ტყუილი, რაც მომდინარეობს თუნდაც “რუსთავი2”-ზე, უნდა შეჩერდეს (ვიდეო)

ტყუილის პროპაგანდა, რომელსაც ნაც.მოძრაობა აწარმოებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მთავარი მედიასაშუალების, “რუსთავი2”-ის ეთერით – ასე აფასებს პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი არსებულ ვითარებას და ამბობს, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ყველა ხერხს მიმართავს, რათა ტყუილების ტირაჟირებით გავლენა მოახდინოს მოსახლეობაზე, შემოიტანოს ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით არ დაუშვებენ

ამ საკითხზე მან ტელეკომპანია  “იმედი”-ს გადაცემა “იმედი LIVE”-ში სტუმრობისას ისაუბრა.

“ნათქვამია, ბევრჯერ ნათქვამი ტყუილი გარდაიქმნება სიმართლედ, ასე რომ, მათი მხრიდან მომდინარე ეს პროპაგანდა და  ტყუილის ნიაღვარი, აღვირახსნილი, რაც ხდება თუნდაც “რუსთავი2”-ზე, ეს უნდა შეჩერდეს და ამაზე არავინ არ საუბრობს.

ერთი მაგალითი მინდა გითხრათ: 2013 წელს, როდესაც ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩვენ გავხსენით ე.წ კასრების საქმე და აღმოვაჩინეთ კადრები, სადაც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ადამიანებს. მე მოვიწვიე დიპლომატიური კორპუსი და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, მინდოდა მეჩვენებინა, რასთან გვქონდა საქმე, მათ დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი, რატომ?  – ამით რა მინდა ვთქვა, ეს არის ნაც.მოძრაობის ინსტრუმენტები, რომელიც გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება, მათ შორის “რუსთავი2″  ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. მათი ერთადერთი საზრუნავი არის ქაოსისა და დესტაბილიზაციის შემოტანა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სოციალისტი ეს თხა გვარამია ჭკუაზე გადავიდა სიბოროტისაგან! ნუთუ საქართველოში კაცი აღარ დარჩა ამ სირს თავყბა რომ გაუერთიანოს?!
5 წლის უკან