კობახიძის კანონპროექტი კლანს უტოვებს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას

კობახიძის კანონპროექტი კლანს უტოვებს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას

ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის კანონპროექტი, ისევ იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ "კლანის" ინტერესებზეა მორგებული და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობასაც მათ უტოვებს:

"მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის კანონპროექტი, სინამდვილეში ისევ იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ მოსამართლეთა წევრთა კლანს უტოვებს ერთპიროვნული და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომ მხოლოდ საკუთარი სურვილისამებრ წარადგინონ კანდიდატები და ვერავითარი გარეშე ჩარევა მათ ნებაზე ვერ ახდენს გავლენას. ეს ხელისუფლება უბრალოდ აღარაფერს არ ერიდება, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება. უიმედოდ არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვაქვს შემუშავებული, საკმაოდ რადიკალური სასამართლო რეფორმის კონცეფცია, რომელიც რა თქმა უნდა განიცდის გარკვეულ დახვეწას და დამუშავებას, ისე რომ საშველი იქნება. უნდა გაჩნდეს პოლიტიკური ნება, რომ ამ ქვეყანაში სამართალი მოვიდეს" განაცხადა შალვა შავგულიძემ ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე საუბრისას.