ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა „დაიცავი საქართველოს" გააქტიურებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„რამდენიმე ადამიანმა მკითხა, თუ რატომ დავწერე „დაიცავით საქართველო დაიცავი საქართველოსგან".
განვმარტავ: ამ ადამიანებმა - სულით და მენტალობით საბჭოთა არისტოკრატიამ და ინტელიგენციამ ორჯერ დაამხო ხელისუფლება. ერთხელ გამსახურდია - ტყვიით, მეორედ სააკაშვილი - ტყუილით (და აქ არ ვამბობ იმას, რომ „ნაციოანელური მოძრაობა" იმ დროს არ იყო დამარცხების ღირსი. მივუთითებ იმაზე, რომ მათ უკიდეგანო და ყოვლად ამაზრზენი ტყულები და ნარატივები გამოიყენეს ამ პოლიტიკური ძალის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. სწორედ მათი ბრალია ახლა ორად გახლეჩილი საზოგადოების არსებობა) და ახლა მესამედ - როდესაც მათ გავლენას და კომფორტს დაემუქრა საფრთხე, ცდილობენ ხელისუფლება შეცვალონ, თუმცა უკვე სხვა ფორმულით - ვინმეს კი არ უნდა მიანდონ საკუთარ კომფორტზე ზრუნვა, არამედ, თავად მართონ და თავად განაგონ. ეს სწორად უნდა გაიაზროს ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც. ამ ჰალსტუხიანი „კანონიერი ქურდების" ამოცანაა, შემოიკრიბონ ე.წ. ნაციონალურ პატრიოტული ძალები, გამოიყენონ ისინი და ქვეყანაში პირდაპირ რუსული მმართველობა დაამყარონ, თავად გახდნენ მეფისნაცვლები და ეგზარქოსებიც. ნუ გაგაკვირვებთ, მათ გვერდით ცალკეული გულანთებული, მაგრამ იდეურად მოტყუებული პატიოსანი ადამიანების ყოფნა. ასეთი რამ ბევრი გამოვიარეთ და ბევრი იმედგაცრუებული გვინახავს. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვამბობ - ამ ადამიანების -კოლონიზატორის მიერ გამოზრდილი ინტელიგენციის და მათი მხარდამჭერების დრო და პარპაში უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.
სასამართლო და სამართლიანობა? ვისგან, მაღრაძისგან? არ მომისმენია მისი სამართლიანობა ხუნტის - პირველი ხელისუფლების დამამხობელთა - გვერით დგომის გამო. ბესელიასგან? არ მომისმენია მისი ავარდნა აფგან მუხთარლის საქმეზე, არც მაჩალიკაშვილის თემაზე. ა, იმათგან სამართლიანობა, რომლებმაც სარფიანი ტენდერები ვერ მიიღეს ან/და ვერც ნავთობკორპორაციაზე და ვერც რკინიგზაზე ვერ დაამყარეს პირადი კონტროლი?
რა გოიმია საზოაგადოება, ამათ პატრიოტობას და სულისკვეთებას რომ დაიჯერებს.
ვურჩევ ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს - არ აყვეთ ამათ მათ თამაშში და არ შეხვიდეთ მათ ველში."
რაც შეეხება რუსული მმართველობის დამყარების სურვილს და მაგ ფობიებს თქვენც და საერთოდ ყველას ვურჩევდი თავი დაანებეთ მატრაკვეცობას, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც "მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა", მაგრამ იცოდეთ მზე არც ორმაგსტანდარტიანი დასავლეთიდან ამოდის! ...
ყველა საღადმოაზროვნე ქართველის სურვილია ნებისმიერ სახელმწიფოსთან მხოლდდამხოლოდ თანასწორობის, თანაბარუფლებიანობის პრინციპით ითანამშრომლოს, თუნდაც თვით ვანატუსთან და არა მონური მორჩილებით ცალმხრივად შეასრულებინოს ვინმემ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული "სავალდებულო" პუნქტები /თანაც ფოჩიანნ კანფეტების აკომპანიმენტით/!
2011 - ნობელის პრემია, ლიტერატურის დარგში