„თუ ვინმემ ამ შეკრებაზე ახალი სახეები დაინახა, საქვეყნოდ მოვიხდი ბოდიშს“,

„თუ ვინმემ ამ შეკრებაზე ახალი სახეები დაინახა, საქვეყნოდ მოვიხდი ბოდიშს“,

„აღარ შეიძლება, ხალხო, ჩაცუცქული საქართველო. ჰკითხეთ ერთი ახალგაზრდებს - უნდათ ასეთი საქართველო?“ - ასე ეხმაურება პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ინიციატივით გამართულ შეკრებას ფილარმონიაში.

„მე ამ შეკრებაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ყურადღებით ვადევნებდი თვალს. სასაცილო იყო ეს შეკრება, ჯერ რა ხდებოდა სცენაზე, უპრინციპოდ მდგომი დავით მაღრაძე. დავით მხეიძე და გურგულია. მხეიძემ რომელმაც  2017 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ განაცხადა, რომ ქართველები უმადურები ვართ და წერა-კითხვა რუსებმა გვასწავლესო.

„აქ  დასავლეთის თემა უკვე გამორიცხულია, რუსული სცენარია და სწორედ ორმა თაღლითმა „მებრძროლმა“ მხეიძემ და გურგულიამ უნდა დაიცვას საქართველო. აღარ შეიძლება, ხალხნო, ჩაცუცქული საქართველო. ერთი ჰკითხეთ ახალგაზრდებს, რომელსაც სწავლა და განათლება უნდათ, უნათ ასეთ საქართველო?

„თუ ამ შეხვედრაზე ვინმემ ახალი  სახეები დაინახა მე პირადად საქვეყნოდ მოვიხდი ბოდიშს. მენტალურ სიახლეზე ვსაუბრობ და არა სახეებზე.

„რაც შეეხება მიმსვლელებს, შეიძლება მართლაც არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, მაგრამ ხელმძღვანელებმა, ვინც ამ მოძრაობის სათავეში არიან, ხომ კარგად იციან ვინ ვისთან არის და რატომ არის? შეიძლება 30 წელი იარო მხოლოდ იმიტომ,  ვინ რას გადაუგდებს?

„ისიც ხომ ყველამ კარგად იცის, ვისთან ასოცირდება ეს მოძრაობა. ამიტომ დავარქვი „დაიცავი ივანიშვილი ივანიშვილისგან“. ირაკლი კოაბხიძემ კი სრულიად უნიკალური განცხადება გააკეთა - ამაზე უფრო ჯანსაღი ძალა აღარ შეიძლება  გამოჩნდეს მესამე ძალის  სახით საქართველოშიო.

„ივანიშვილმაც იმიტომ გამოხატა საყვედურები ამ მოძრაობის მიმართ, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ ეს მოძრაობა მისი ოპოზიციაა. მაგრამ ხალხი ბრძენია და მე ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი  ადეკვატური პასუხი გასცა საზოგადოებამ ამ მორაობას.

„რა ამბავი ატყდა „ფეისბუქზე“, რა სტატუსებს არ წერდნენ მოქალაქეები და არა „ნაცები“... ვინ ხართ და წადით სახლშიო. ასეთი კატეგიორიული საზოგადოება მე ჯერ არცერთი მოძრაობის მიმართ არ მინახავს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.

 

სოციალისტი ახალი სახეები სულ თქვენ გყავთ გარშემოკრებილი ქალბატონო ტაკო!
6 წლის უკან