“დაანებეთ, გადაიყვანეთ ჭიშკართან… რა კონცერტებს მართავ აბა ეკლესიის ეზოში, რა დისკოთეკებს მართავ…” – ასე მიმართავს ვიდეოში ჯვრის მონასტრის სასულიერო პირი როკმუსიკოსს ბორის გრებენშკოვს. სასულიერო პირმა როკმუსიკოსს მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან დაკვრა შეაწყვეტინა.
ვიდეო ჯგუფ “აკვარიუმის” მენეჯერმა გამოაქვეყნა.