რუსული მაფიის ახალ ბიზნესში ქართველებიც არიან ჩართულები - მიგრანტების უკანონო გადაყვანა ძვირადღირებული იახტებით

რუსული მაფიის ახალ ბიზნესში ქართველებიც არიან ჩართულები - მიგრანტების უკანონო გადაყვანა ძვირადღირებული იახტებით

იტალიური მედიის ინფორმაციით ევროპის ტერიტორიაზე მიგრანტების არალეგალურ გადაყვანას სათავეში რუსული მაფია უდგას. მათ მიგრანტები ევროპაში ამერიკის დროშის ქვეშ მცურავი ძვირადღირებული ნავებითა და იახტებით გადაჰყავთ, ეკიპაჟის წევრები კი რუსები ან ქართველები არიან.

espresso.repubblica.it-ის ინფორმაციით, კრიმინალურ დაჯგუფებებთან გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ თანამშრომლობენ თურქული ორგანიზაციებიც. მარშრუტი სტამბოლის, აქსარაის რაიონიდან იწყება და საბერძნეთის მოსაზღვრე ზღვებს გაივლის და იტალიის აპულიას რეგიონში მთავრდება. თუმცა ბოლო პერიოდში მიგრანტების გადასხმა რამდენჯერმე სიცილიის კუნძულზე რაგუზას სანაპიროზეც მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, ამ მარშრუტის მგზავრებს შორის ძირითადად ქურთები, სირიელები და ერაყელები არიან.