ნიკოლოზ მეტრეველი: რაღაც ნაწილი კი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებთან შეეცდება საკუთარი „ბედნიერების

ნიკოლოზ მეტრეველი: რაღაც ნაწილი კი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებთან შეეცდება საკუთარი „ბედნიერების" მოპოვებას.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბინძური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბევრი იმ ადამიანების გვერდით ვიყავი, ვინც დღეს ფილარმონიაში შეიკრიბა. მრავალ მათგანთან რეჟიმთან ბრძოლის წლების გარდა, ნამდვილი მეგობრობაც მაკავშირებს. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ადამიანებს უმეტესობას გულწრლფერად სჯერა იმის რასაც აცხადებენ და მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი ხალხის ბედი აწუხებს. დღეს, საქართველოში 2012 წლის შედეგ, ყველას აქვს უფლებაც და საშუალებაც უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი აზრი და შექმნას ან გაწევრიანდეს ნებისმიერ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში. მაგრამ, დაუკმაყოფილებელმა ამბიციებმა თუ, ობიექტური მიზეზებით განპირობებულმა უკმაყოფილებამ არ უნდა გაგვაიგივოს და დაგვამსგავსოს „შავგულიძეებს და ბერძენიშვილებს".

სამწუხაროდ, ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოების ნაწილს ყოველგვარ აზრს მოკლებული თავდაჯერებულობით თანატოლფასი ჰგონია, საკუთარი და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და დამსახურება. ეს, რომ ასე არ არის მათ გარდა ყველა კარგად ხედავს.

ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში ყველა ერთად დავინახავთ ვის რა ამოძრავებს. ჩვენს ქვეყანაში ხომ არასოდეს დიდი ხნით არაფერი იმალება. ალბათ ბევრი ჩვენგანი ისევ მეგობრად და თანამებრძოლად დარჩება, რაღაც ნაწილი კი სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებთან შეეცდება საკუთარი „ბედნიერების" მოპოვებას - განაცხადა სააკაშვილმა.