“ჩემი ცოლის დაქალების” შედეგები უკვე მყარად გაჯდა საზოგადოების ნაწილის ფსიქიკაში

“ჩემი ცოლის დაქალების” შედეგები უკვე მყარად გაჯდა საზოგადოების ნაწილის ფსიქიკაში

ბიძინა ივანიშვილის მიერ, ქართული კინემატოგრაფიის დაფინანსების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ნაწილმა ეს ინიციატივა აღიქვა, როგორც პოლიტიკური რესურსის ამოწურვა და მთავარი თემების გადაფარვის მცდელობა.

აღნიშნულ საკითხს ეხმიანება პოლიტიკოსი თედო ისაკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოთქმულ ნეგატიურ შეფასებებს ეხმიანება.

“ადამიანმა ქართულ კინემატოგრაფიას დავაფინანსებო და, აბა ვინმემ ამიხსენით ოპონენტების რეაქციის ადეკვატურობა: “სანახაობით სურს მანიპულირება…”, “ყველანაირი რესურსი ამოწურა და…” და ა. შ.

პანდემიური დემენციის ამ გარემოში ყველა წამოწყებას, პრევენციულად, უნდა ახლდეს ფსიქიატრიული კომპონენტის დაფინანსება, თორემ “ჩემი ცოლის დაქალების” შედეგები უკვე მყარად გაჯდა საზოგადოების ნაწილის ფსიქიკაში.

“შიზოფრენიე, დულჩე მელოდიე, შიზოფრენიე მისტეროზ ამორ!” – წერს თედო ისაკაძე ფეისბუქში.