ბათუმის საკრებულოში მორიგი დაპირისპირება მოხდა, ამჯერად დაპირისპირების მიზეზი პოეტი ტერენტი გრანელი გახდა.
საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი პატარიძემ, რომელიც ბათუმში ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა საკრებულოს, ის როგორც პროზაიკოსი ისე მოიხსენია.
პატარიძეს საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოეპასუხა და უთხრა, რომ გრანელი არა პროზაიკოსი, არამედ პოეტი იყო და აღნიშნა, რომ პატარძეს გრანელის არცერთი ლექსი არ ეცოდინებოდა. ქამადაძის რეპლიკას პატარიძემ უპასუხა და ოპოზიციის წარმომადგენელი კამერებთან კეკლუცში დაადანაშაულა.
ამის შემდეგ დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენს, შემდეგ კი - ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირებისას დეპუტატი რომან ზოიძე დაშავდა. მას თავი გაუტეხეს. დეპუტატს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.