სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვის ოქმი გასაჯაროვდა

სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვის ოქმი გასაჯაროვდა

სტრასბურგის სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ზეპირი განხილვის ოქმი გამოქვეყნდა პირველად 9 წლის შემდეგ გამოქვეყნდა, ამის შესახებ ადვოკატი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელსი წერს და დოკუმენტს ასაჯაროვებს.

“პირველად ვაქვეყნებ გირგვლიანის საქმის ზეპირი განხილვის ოქმს სტრასბურგის სასამართლოში.

9 წლის გასვლის შემდეგ, ამ გადასახედიდანაც მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი, როცა სასამართლოს წინაშე გამოსვლისას ყველა ის გამომძიებელი და მოსამართლე დავასახელე, რომელთაც ამ საქმის ფალსიფიკაციაში მიიღეს მონაწილეობა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს სხვა აზრზეა.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების საკითხს სააპელაციო სასამართლოში, ეს საკითხი მთავრობის მიერ დაყენებული იქნა თავის წერილობით პასუხსა და სტრასბურგში სხდომაზეც, თუმცა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ განაჩენის გაუსაჩივრებლობა სააპელაციო წესით იმ კონკრეტულ ვითარებაში ვერ შექმნიდა დაბრკოლებას საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით იქედან გამომდინარე, რომ თვითონ პროკურატურას ჰქონდა საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებული სააპელაციო წესით, ხოლო სააპელაციოს განაჩენი უკვე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით. შესაბამისად, ბოლო ინსტანციის სასამართლოს ნამსჯელი ჰქონდა საქმეზე, რაც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა და შესაბამისად ამოწურული იყო გასაჩივრების შესაძლებლობები. ამიტომ იმ პროცედურული გზის გათვალისწინებით, რომელიც ამ საქმეს ჰქონდა გავლილი შიდა ინსტანციებში უზენაესი სასამართლოს ჩათვლით (პროკურატურის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრება და დაზარალებულის მიერ საკასაციო წესით), გასაჩივრების საკითხს მხოლოდ გირგვლიანების ოჯახისთვის მტკიცებულებების გაცნობის საკითხთან კავშირში შევეხე და აღარ იყო რელევანტური სააპელაციო წესით გაუსაჩივრებლობის საკითხი. ამიტომ არც სტრასბურგის სასამართლოს ჩაუთვლია (სამართლიანად) ეს საჩივრის დაუშვებლობის საფუძვლად (იხ. თანდართული ოქმი, გვ.10, 33, 48, 49)”, - წერს ჯანდიერი.