მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დაიწყო. სოფელ მახინჯაურში, შუა მახინჯაურსა და განთიადში, მთლიანობაში 450 გრძ. მეტრი გზა მოეწყობა ბეტონის საფარით. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიზნით მოსახლეობისათვის მზა ბეტონის მიწოდების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.