მერმა ახალსოფელში სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის მიხედვით სკვერი კეთილმოეწყობა ბორდიურებით, ბილიკებითა და დეკორატიული მცენარეებით. მასში განთავსებული იქნება საბავშვო მინი ატრაქციონები, ტრენაჟორები და სხვა გასართობი ინვენტარი. სამუშაოებს შპს „ბილდ მენეჯმენტი“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 134 540 ლარს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.