დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და ფაროსანასთან ბრძოლოს საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერთნ და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთნ შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მერიის თნამშრომლები და საკრებულოს წევრები. ტიტე აროშიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილა. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სრულყოფილი ბრძოლის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ფაროსანასთან ბრძოლოს საკოორდინაციო შტაბის მიერ გატარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც მავნებელს კონტროლქვეშ მოაქცევს და შესაბამისად, სასოფლო სამეურნეო კულტურების ზიანი მინიმუმამდე შემცირდება.
მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს მოუწოდა, მოსახლეობასთან ერთად მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში.