ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია, რადგან ვერ გაგვაჩუმა

ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია, რადგან ვერ გაგვაჩუმა

ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია, ნაწყენია იმიტომ, რომ ვერ გაგვაჩუმა, - ასე შეაფასა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხათრით გაჩუმებას არ აპირებს.

„ჩემი გაჩუმება მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა, მაშინ როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს სკოლის მოსწავლე შვილი მეჯდა და მეორე მხარეს ძმა. ეს იყო სწორედ იმისთვის, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო. უკაცრავად, როდესაც საქმე ამ ქვეყნის მომავალს, იდეალებს და სამართლიანობას ეხება, მე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ არ მყავს ქვეყანაზე და მათ გამო ვერ გავჩუმდი, ვერავის გამო ვერ გავჩუმდები.

გაბრაზებულია და დღეს სხვაგვარად ჰყვება იმას, რაც რეალობაში სხვაგვარად იყო. აქ ჩვენ ერთმანეთთან სასაუბრო ფუნდამენტი დავკარგეთ. ჩვენ დავრჩით იქ სადაც ვიყავით და მან ნამდვილად შეიცვალა ხედვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

სოციალისტი კარგი რა ეკა, კარგი! ხომ იცი სასაყვედუროდ არ მემეტები, მაგრამ გირჩევ ნამეტარს ნუ გარეკავ! თავი დაანებე რ2-თან და ნაცებთან ფლირტს და სანამ დროა გონს მოეგე. პირველად , რამდენიმე წლის უკან როცა შავგულიძე და მურუსიძე დაუპირისპირდნენ ეთერში ერთმანეთს, მეორე დღესვე ვთქვი, მურუსიძემ ყველაფერში მოუგო შავგულიძეს, მათ შორის იურისპუდენციაშიც თქო! არ არის ის მურუსიძე არაფერში დამნაშავე და რას მიესიეთ გიენებივით?! ვერ გავიგე, მართლა აზდაკი (ლენჩი ლორთქიფანიძის არ იყოს) ხომ არ გგონიათ?! მოსამართლე იყო და ხელმძღვანელობდა საპროცესო ნორმებით და სისხლის სამართლის კოდექსით. აბა თუ მაგარი იურისტი ბრძანდები ეკუნა, კანონზე დაყრდნბით მუხლობრივად დაუმტკიცე მურუსძეს თუ რაიმე უკანონო მოქმედება განახორციელა!!! გასაგებია?
6 წლის უკან