9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ არკადი ჭოველიძემ გადაცემა “რეაქციაში”
პრეზიდენტის სასახლეში მომხდარ დღევანდელ ინცინდენტზე ისაუბრა:
"მივედი, არც არავინ დამხვდა. სკამი არ იყო რომ დავმჯდარიყავი, მიმოვიხედე და სკამებზე ვინც ისხდნენ რომ დავინახე, შევარდნაძის დროინდელი პარლამენტი მომაგონდა. სულ ისინი ისხდნენ, უმრავლესობა ეგენი იყვნენ.
გახსოვთ, თქვენც გთხოვდით მედიის წარმომადგენლებს, რომ ამ ბავშვებს მაინც – ეკას, ნათიას და თამუნას რამე სტატუსი მიანიჭონ. ჩვენ ხომ არავინ არ ვართ. დღეს დავრწმუნდი, რომ არავინ არ ვართ. დღეს ჩემთვის კიდევ ერთი 9 აპრილია”, – აღნიშნა არკადი ჭოველიძემ.