30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან – 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.
დაღუპულთა გარდა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
9 აპრილის ტრაგედიამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
ამ დღესთან დაკავშირებით ტელეწამყვანები ნანიკო ხაზარაძე და ნიკოლოზ წულუკიძე, კახი კავსაძეს სპეციალურად ესტუმრნენ.
კახი კავსაძის აქამდე უცნობი ისტორია – რა გააკეთა მსახიობმა 9 აპრილს, როცა რუსთაველის თეატრში საბჭოთა ჯარისკაცები შეცვივდნენ.
ვიდეოს “ფეისბუქ” – გვერდი “ასე ჯობია – ნანიკო & ნიკოლოზი” ავრცელებს.