მაჩალიკაშვილი ზურაბიშვილთან მივიდა – “ბეჭებზე ხელი დავადე შემოტრიალდით-მეთქი და წავიდა”

მაჩალიკაშვილი ზურაბიშვილთან მივიდა – “ბეჭებზე ხელი დავადე შემოტრიალდით-მეთქი და წავიდა”

"თქვენ გესაუბრებათ ტერორისტის მამა" – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულ სალომე ზურაბიშვილს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა არ უპასუხა და გაიქცა.

"სპეციალურად მივედი, რომ დამესვა მისთვის ერთი შეკითხვა, მივედი ზურაბიშვილთან და დავუსვი ასეთი კითხვა: თქვენ გესაუბრებათ ტერორისტის მამა, რამე პასუხს ხომ არ გავცემდით-მეთქი. ორჯერ-სამჯერ ბეჭებზე ხელი დავარტყი, შემოტრიალდით ქალბატონო-მეთქი, არც შემოტრიალებულა. თავი ჩაღუნა და მანქანისკენ წავიდა. გაზვიადებულად არ ვიძახი მთელს ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველაზე დაბალი თანამდებობის ადამიანს ყველას რცხვენია ჩემი,“  - ამბობს მაჩალიკაშვილი.