ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ პარტიის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"მორიგი ჭორია, რომელსაც ყოველწლიური სახე მიეცა მედიის მხიდან", - უთხრა ნეტგაზეთს ლევან ვასაძის მეგობარმა ზვიად ტომარაძემ.
ინფორმაციას ვასაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ არ ადასტურებს მისი კიდევ ერთი მეგობარი სოსო მანჯავიძე, რომელიც თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრია.
"თუ გადაწყვეტს, ის თავად იტყვის ამის შესახებ. თუმცა ასეთი რამ არც პირად საუბრებში უთქვამს თავისი მეგობრებისათვის, რომელთა რიცხვს მეც ვეკუთვნი", - აცხადებს მანჯავიძე.