პენიტენციური სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ემზარ საბანაძე ტარიელ ონიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით „კვირის პალიტრასთან"ინტერვიუში აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ონიანი რუსეთმა საქართველოში გამოუშვას:
"თუ რუსები ონიანს შემოგვიგდებენ, აჯობებს, ჩვენმა სამართალდამცველებმა ქვეყნიდან გაუშვან, ვინაიდან ონიანი ჩვენს ძალოვანებს დიდ პრობლემებს შეუქმნის. რუსები ყველანაირად შეეცდებიან ონიანის გამოყენებას. ჩვენი კონტრდაზვერვა და სუს-ი ფხიზლად უნდა იყვნენ", - აცხადებს საბანაძე.
ტარიელ ონიანმა 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხე დღეს დატოვა. ჯერჯერობით უცნობია ე.წ. კანონიერი ქურდს ბედი- სად მოხდება მისი დეპორტაცია. არსებული ინფორმაციით, ონიანი ესპანეთის მოქალაქეა და ესპანეთს ფულის გათეთრების ბრალდებით, მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.