ჟურნალისტი თამო კეშელავა ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ეხმიანება:
"ეკონომიკის მინისტრს არ ჭირდება, თურმე, ხალხი, ვინც კრედიტს აიღებს იმისთვის, რომ იყიდოს ტელევიზორი და მაცივარი და მოხვდება შავ სიაში! გავასახლოთ, თუ დავხვრიტოთ, ასეთი ხალხი, ეკონომიკის მინისტრო?
ტელევიზორისთვის და მაცივრისთვის როგორ უნდა აიღოს პატიოსანმა კაცმა კრედიტი, კრედიტი უნდა აიღო საკვებისთვის, ხომ ხედავს, ყველაფერი ისე გაძვირდა, მშიერი ჰყავს შვილები, ხომ ხედავს, სახელმწიფოს დახმარება არ შეუძლია, აიღე რა, საკვებისთვის კრედიტი და არ მოხვდები შავ სიაში - არ არსებობს ეგეთი კრედიტი? საკვების კრედიტი?
აიღე მაშინ მედიკამენტების კრედიტი, ხომ ხედავ შენი მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის წამლების ყიდვას ვერ ახერხებ, აიღე რა მედიკამენტებისთვის კრედიტი და არ მოხვდები შავ სიაში და ეკონომიკის მინისტრიც შეგიყვარებს. არც ეგეთი კრედიტი არსებობს?
ამათ მინისტრობის კრედიტს ვინ აძლევს, ესენი რატომ არ ხვდებიან შავ სიაში?
ეკონომიკის მინისტრს არ სჭირდება შავ სიაში მოხვედრილი ხალხი! მე არ მჭირდება ეკონომიკის მინისტრი, ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს, არ სჭირდება ეკონომიკის მინისტრი.“