შორენა ბეგაშვილის დაკითხვა არაფერში გვჭირდება, ყველაფერი ცხადზე ცხადია, აცხადებს ანა ბაგრატიონის ადვოკატი ლევან გორელაშვილი.
„ტყუილია!!! შორენას დაკითხვა საერთოდ არაფერში გვჭირდება, ისედაც ყველაფერი ცხადზე ცხადია.
- არსებობს ადამიანი რომელმაც ანა ჯანმრთელი მიიყვანა საგურამოში და ორი დღის მერე ნაცემი წამოიყვანა;
- არსებoბს ადამიანი, რომელმაც ძალადობის მეორე დღეს წამლები მიუტანა ანას საგურამოში;
- არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ანაზე ძალადობის განხორციელების ფაქტს; და 4. არსებობს ამონაწერი სატელეფონო ანძებიდან, რითიც დასტურდება რომ ძალადობის დროც ანაც და დავითიც საგურამოში იყვნენ. ამ წერტილების შეერთებით უტყუარად დგინდება დავითის მიერ ანაზე ძალადობის ფაქტი", წერს სოციალურ ქსელში ანა ბაგრატიონის ადვოკატი ლევან გორელაშვილი.
შეგახსენებთ, დღემდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გრუზინსკების ოჯახი ითხოვს, რომ შორენა ბეგაშვილმა დაადასტუროს მის მიერ წლების წინ უკვე გახმაურებული ძალადობის ფაქტი. საქმე ეხება დავით ბაგრატიონ მუხრანელის მხრიდან ძალადობას.
ცნობისათვის, სამართალდამცველ ორგანოში იძიებენ საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება. შემთხვევა 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა.