პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 აპრილის მემორიალთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მივიდა. პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი და პანაშვიდი გადაიხადა.

პატრიარქთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა მემორიალი ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა.

შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. 30 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ათასობით ადამიანი საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც, დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოქალაქე დაიჭრა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო.