ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილის წერილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
ვუცქირე დღეს საინფორმაციო გამოშვებებს, ტოკ-შოუებს. მთელი დღე იხილავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
ჯერ ერთი, ყველა ადამიანს აქვს წერილის გამოქვეყნების უფლება. შეიძლება დაეთანხმო, შეიძლება არა. შეიძლება განიხილო, გააკრიტიკო, იმსჯელო, შეიძლება გაატარო.
მაგრამ, არა, დაირაზმა ნახევარი საქართველო, ერთი მესიჯბოქსით, გეგონება ერთმანეთს აკოპირებდნენ, და მთელი დღე მიდის ქილიკი...
თურმე ისიც მნიშვნელოვანია, თვითონ წერს თუ დაუწერეს. თუ მთლიანად დაუწერეს ან ნაწილობრივ, მაგით რა მტკიცდება? და თუ მთლიანად მან დაწერა?
შინაარსზე თითქმის არავის უმსჯელია. ისე, გაკვრით, ისიც ასევე ქილიკით.
თუ ასე საქილიკოა, რას იხილავდით მთელი დღე?!
დილიდან ვფიქრობდი წაკითხვის შემდეგ აზრის გამოხატვას, მაგრამ არაა აქტუალური. ვის აინტერესებს?!
იცით რაშია პრობლემა? ასეთი წერილი, 9 აპრილის და უახლესი ისტორიის შეფასებების შესახებ, ყველა წამყვან პოლიტიკურ ლიდერს უნდა დაეწერა.
მაშინ ერთი პოლიტიკური ლიდერის წერილის ქილიკით კი არ დავკავდებოდით, სხვადასხვა წერილების, მათი შეფასებების შედარებას მოვახდენდით.
ყველაზე დიდი პრობლემა კი იცით რაშია? დღეს უამრავი გადაცემა უნდა ყოფილიყო 9 აპრილზე. დღეს, 8 აპრილს და მთელი წინა დღეები, დარბევამდე, ზღვა ხალხი იდგა რუსთაველზე. უნდა გვესაუბრა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, გაგვეხსენებინა ის პროცესები, რაც მაშინ ხდებოდა.
9 აპრილს უნდა ვზეიმობდეთ, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, რადგან ის 21 ჩვენი თანამოქალაქე უდიდეს იდეას შეეწირა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუმიდებლობა.
ესაა მთავარი თემა, - 9 აპრილი
ისინი ქართული სულისკვეთების, ყველაფერი ქართულის აგრესიული მოწინააღმდეგეები არიან და შესაძლებლობა რომ ქონდეთ 9 აპრილს ქართველების მეხსიერებიდან სიამოვნებით ამოშანთავდნენ!