როგორ გინდა გაერთიანდე ნაციონალებთან, რომლებისთვისაც რაც უფრო ცუდად არის საქმე, მით უფრო კარგია

როგორ გინდა გაერთიანდე ნაციონალებთან, რომლებისთვისაც რაც უფრო ცუდად არის საქმე, მით უფრო კარგია

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ის ეთანხმება იმ მოწოდებას, რაც ერის გაერთიანებას გულისხმობს.

“ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს. იმისთვის, რომ სახელმწიფო წარმატებული იყოს, ერი უნდა იყოს კონსოლიდირებული, გაერთიანებული და ქვეყნისთვის თავდადებული. რაც უფრო გახლეჩილია იგი, მით უფრო მეტი პრობლემა აქვს მის სახელმწიფოებრიობას. ჩვენს სინამდვილეში, ყოველი ახალი ხელისუფლების მოსვლა საზოგადოების მეტ სტრატიფიცირებას იწვევდა. გამთლიანება არ დაიწყება, თუ კარგად არ გავაანალიზებთ ჩვენ შეცდომებს და ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევ, პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა იყოს ინდულიგენცია.

პოლიტიკოსების საზრუნავი ხალხის კეთილდღეობა და მათი ჭირ-ვარამის გაზიარება უნდა უყოს და არა მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. როგორ გინდა გაერთიანდე ნაციონალებთან, რომლებისთვისაც რაც უფრო ცუდად არის საქმე, მით უფრო კარგია და ავიწდებათ, რომ ამ ცუდის შემოქმედნი დიდწილად თვითონ არიან. ტკივილს ვერ იშუშებენ ზვიადისტებიც, რომლებსაც ისევ ქართველები უსწორდებოდნენ სახლში თუ ქუჩაში. მაგრამ გამთლიანების მექანიზმიც არსებოს. საჭიროა ამ მექანიზმების ამოქმედება.”– ამბობს თამარ კიკნაძე.