რუსთავის ეპარქია სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეოს ასაჯაროებს. ბერი გაბრიელის ბრალდებებს რუსთავის ეპარქიაში "ცილისმწამებლურ მითქმა-მოთქმას" უწოდებენ.
,,ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი", - აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ბერი გაბრიელი ამბობს, რომ რუსთავის ეპარქიაში სასულიერო პირებმა სცემეს. რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანეს მტკიცებით კი, ბერი გაბრიელი წაიქცა.