“კბილებს დაიმტვრევთ და კისრებსაც ზედ მიაყოლებთ ბიჭებო და გოგოებო ტვ ნაძეჟდაში… ნიკა გვარამია ტელეეკრანიდან – აი რა გაშინებთ”

“კბილებს დაიმტვრევთ და კისრებსაც ზედ მიაყოლებთ ბიჭებო და გოგოებო ტვ ნაძეჟდაში… ნიკა გვარამია ტელეეკრანიდან – აი რა გაშინებთ”

ნაციონალური მოძრაობის წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ეეჰ თეონა თეონა..

ამას უნდა უყუროთ აუცილებლად.

როგორ “ზრუნავს” ტვ ნაძეჟდა ნიკა მელიას პოლიტიკურ იმიჯსა და სტილზე ,  როგორ უტიფრად აცხადებს ” არაანგაჟირებული” წამყვანი, რომ ” მაჩალიკაშვილი ლოგინში ჩაცხრილეს”, ეს ნიკა მელიას ვერსიაა თურმე , როგორ ცდილობს ნიკას პროვოცირებას და იტყუება , და ა.შ.

რასაც ვერ ვიხილავთ ამ ვიდეოში, არის ის, როგორ ნანობს ალბათ ქალბატონი თეონა, რომ ნიკა მელია მოიწვია გადაცემაში და წარმოიდგინა რომ ამ კერკეტ კაკალს ასე ადვილად მოერეოდა.

ჯერჯერობით ტვ ნაძეჟდას ორი კონკრეტული სამიზნე გამოიკვეთა – ივანიშვილთან და მის ბანდასთან ბრძოლის ავანგარდში მყოფი ნიკა გვარამია და ნიკა მელია.

კბილებს დაიმტვრევთ და კისრებსაც ზედ მიაყოლებთ ბიჭებო და გოგოებო ტვ ნაძეჟდაში .

ხელისუფლების შიშების პროექტორი რომ იქნები ტელევიზია რა სირცხვილია..

სააკაშვილის აჩრდილიც კი, ჭკვიანი, საქმიანი, სათნო სანდრა ზუგდიდში, სამართლიანები და შემტევები – ნიკა მელია ქუჩაში და ნიკა გვარამია ტელეეკრანიდან – აი რა გაშინებთ.